ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს სხდომის ოქმი N 14
28.09. 2020
დღის წესრიგი:
- განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის - „განათლების მეცნიერებები“ - აკრედიტაციის პროცესში საექსპერტო დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებების შესახებ.
- საბაკალავრო პროგრამაში "ოკუპაციური თერაპია" ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგებით გამოწვეული ცვლილებების შესახებ.
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად. საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტი წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.
ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:
საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს წევრები :
ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორები :
მზია წერეთელი, ლალი სურმანიძე.
ასოცირებული პროფესორები :
ირინე ჟვანია, ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე, მედეა დესპოტაშვილი, ანასტასია ქიტიაშვილივ, ლუიზა არუთინოვა, მანანა მელიქიშვილი.
ასისტენტ პროფესორები:
თეონა ლოდია
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორი:
ქეთევან ჭკუასელი
ასოცირებული პროფესორი :
ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი.
სტუდენტები:
ქეტი ცანავა, მარინა ბორჩაშვილი.
ელექტრონულ კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 21 წევრი. განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის -
„განათლების მეცნიერებები" - აკრედიტაციის პროცესში საექსპერტო დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებების შესახებ.
მოისმინეს:
ფაკულტეტის საბჭომ იმსკელა საკითხზე, რომელიც ეხებოდა განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“
აკრედიტაციის პროცესში საექსპერტო დასკვნაში წარმოდგენილი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ:
- „აუცილებელია განისაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები და საკანონმდებლო მოთხოვნები. ასევე, უნდა განისაზღვროს ქართულ ენაში მინიმალური ენობრივი კომპეტენცია“ - შესაბამისად, არაქართულენოვანი პირების პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნები, რომელიც ასახული იყო პროგრამის დანართად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, აისახა პროგრამის სტრუქტურაშიც პროგრამაზე დაშვების წინაპირობებში/იხ.დანართი 1 - პროგრამის ჩარჩო და სტრუქტურა/ ;
- „აუცილებელია, პრაქტიკული კვლევის სასწავლო კურსს წინაპირობად განესაზღვროს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების სასწავლო კურსი. „ - შესაბამისად, განისაზღვრა პრაქტიკული კვლევის კურსის წინაპირობა, რაც აისახა როგორც სასწავლო კურსში, ასევე პროგრამის სტრუქტურაში. /იხ.დანართი 2 ,3 - კვლევის პრაქტიკული კურსი, დანართი 1 - პროგრამის სტრუქტურა /
ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს.
მომხრე: 21
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: არაქართულენოვანი პირების პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნები, რომელიც ასახული იყო პროგრამის დანართად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, აისახება პროგრამის სტრუქტურაშიც პროგრამაზე დაშვების წინაპირობებში/იხ.დანართი 1 - პროგრამის ჩარჩო და სტრუქტურა/;
განისაზღვროს პრაქტიკული კვლევის კურსის წინაპირობა, რაც უნდა აისახოს, როგორც სასწავლო კურსში, ასევე პროგრამის სტრუქტურაში. /იხ.დანართი 2 ,3 - კვლევის პრაქტიკული კურსი, დანართი 1 - პროგრამის სტრუქტურა /.
საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია